თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო ''Iveria Inn''-ის გახსნას დაესწრო. 71 ნომრიანი სასტუმრო ''Iveria Inn'' ტურისტული და ბიზნეს კლასისთვის არის განკუთვნილი. ამჟამად სასტუმროში 42 ადამიანია დასაქმებული და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მთლიანად ქართული ინვესტიციებით აშენდა. ინვესტიციის ოდენობა 5 000 000 ლარამდეა.
დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ახალი ინვესტიციების განხორციელება; მისასალმებელია, როცა ქართველ ბიზნესმენებს დედაქალაქის განვითარებაში შეაქვთ საკუთარი წვლილი. მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ახალი სასტუმროს გახსნით ქალაქში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა.
სასტუმროს გახსნას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი და ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.