ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. 19 წლის ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წაუყენებენ. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
მცხეთა-მთიანეთის სამმართველოში ამჟამად იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც მალხაზ კობაურს უშუალოდ იცნობდნენ.
ბრალდებულის ადვოკატმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილის ვერსია რადიკალურად განსხვავდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიისაგან.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იკავებს საჯაროდ კომენტარის გაკეთებისგან.
„შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და შევათანხმე მასთან პოზიცია. იგი გარკვეულ მნიშვნელოვან ცოდნას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცაღა, ამ ეტაპზე, საჯარო განცხადებისგან თავს იკავებს. შესაბამისად, მისი ინტერესებისგან გამომდინარე თავს შევიკავებ, რომ განვაცხადო კონკრეტული გარემოებრივი ფაქტორების თაობაზე. თუმცაღა, ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს. მისი ვერსია ნამდვილად განსხვავდება ბრალდების მხარის ვერსიისაგან“, განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, ალუდა ბუჩუკურმა.
ხადას ხეობაში აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.