ბრალდებულ მალხაზ კობაურის დედა: „მალხაზმა დახოცილები ნახა და მე დამირეკა - თუ ის არასრულწლოვანი ბავშვი დამარხა, მაშინ რაღატო შეეშინდებოდა იმ გარდაცვლილი ქალის?!“
10-07-2018, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. 19 წლის ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წაუყენებენ. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

 


ბრალდებულის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ეჭვმიტანილზე ზეწოლას ჰქონდეს ადგილი.

 


კომენტარი გააკეთა ბრალდებულის დედამაც. ის უარყოფს მისი შვილის ბრალეულობას და ამტკიცებს, რომ შეუძლებელია მის შვილს 4 წლის ბავშვი დაემარხა და შემდეგ შეშინებოდა გარდაცვლილი ქალის.

 


„მალხაზმა დახოცილები ნახა და მე დამირეკა. თუ ის არასრულწლოვანი ბავშვი დამარხა, მაშინ რაღატო შეეშინდებოდა იმ გარდაცვლილი ქალის?! ამ საქმის უკან ვიღაც დგას“, განაცხადა მარიამ მარტიაშვილმა, ბრალდებულის დედამ.

 

ხადას ხეობაში აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი