ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, შექმნილი საგამოძიებო კომისია 3 საათია, რაც ინცინდენტის მონაწილე 2 არასრულწლოვანს კითხავს. არასრულწლოვნები
51-ე სკოლის მოსწვალეები არიან. დაკითხვის პროცესს ფსიქოლოგებიც ესწრებიან. კომისიაში მყოფი დეპუტატებები დღეს, ინცინდენტის კიდევ ერთ მონაწილეს გამოკითხავენ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ დაკითხვის დაწყებამდე ჟუნალისტებთან ისაუბრა, მისი თქმით, მოზარდები, რომლებიც დღეს დაიკითხებიან 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან და უშუალოდ იქ იმყოფებოდნენ ტრაგედიის დროს. კაპანაძე განმარტავს, რომ არასრულწლოვნების ჩვენებები ძალზედ მნიშნელოვანია, რადგან კომისიისთვის სრული სურათი შეიქმნას.
„ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს დაიკითხებიან, არიან ინცინდეტის უშაუალო მონაწილეები. ისინი არ არიან 1-ლი ექპერიმენტალური სკოლის მოსწავლეები. ისინი არიან 51-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე იმყოფებდნენ იმ ტრაგედიის დროს. არასრულწლოვნები იძლევიან მნიშნელოვან ინფორმაციას. შეკრებებზე უნდა ვიმსჯელოთ, ეს მოცემული ინფორმაცია რამდენად ახალია და როგორ დაეხმარება გამოძიებას. მოზარდების მოცემული ინფორმაციის ნაწილი მათ ჩვენებებს ემთხვევა, იმ ჩვენებებს, რაც მანამდე ჰქონდათ მიცემული გამოძიებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გამოკითხვები არის ძლზედ მნიშნელოვანი იმისთვის, რომ სრული სურათი შექმნას კომისიისთვის.“ განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს, ფსიქოლოგების დახმარებით, არასრულწლოვნებისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას მივიღებთ. თალაკვაძე ასევე აცხადებს, რომ შედეგები რაც გამოძიებას ჰქონდა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც დადასტურდა, თუმცა გარკვეული ინფორმაციის ნაწილი კომისიის საქმიანობიდანც მივიღეთ.
„დღეს ფსიქოლოგების საშუალებით გამოვკითხავთ არასრულწლოვნებს და მივიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას მომხდარის შესახებ. ბევრი გარემოება და ის შედეგები, რომელიც ჰქონდა გამოძიებას დღემდე, საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც დასტურდება, თუმცა არის გარკვეული ნაწილი ინფორმაციის, რაც ჩვენ დამატებით მივიღეთ კომისიის საქმიანობის ფარგლებში“, ამბობს არჩილ თალაკვაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.