"წლებია "გავყვირი" იმის თაობაზე, რაც ახლა თედო ჯაფარიძემ გაახმოვანა!"
13-06-2015, 03:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წლების წინათ ვწერდი იმის თაობაზე, რაც ახლა თედო ჯაფარიძემ გაახმოვანა და რასაც დიდი ხანია "გავყვირი", რომ საქარველოს ევროპაში ინტეგრაცია – ეტაპობრივად, სწორი ორიენტირების შერჩევით და "თანდათანობის პრინციპის" მეშვეობით უნდა განხორციელდეს, რაც ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების საშუალებას მოგვცემს!!!

 


თ.ჯაფარიძე:"..როდესაც ევროპულ კურსზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი საბოლოო მიზანი მხოლოდ ევროკავშირის წევრობა არ არის. ავსტრია, შვედეთი და ფინეთი მრავალი წლის მანძილზე არ იყვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მხოლოდ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეუერთდნენ მას. შვეიცარია და ნორვეგია არასოდეს ყოფილა ევროკავშირის წევრი. არც ერთი ეს სახელმწიფო დღემდე არ გაწევრიანებულა ნატოში. მაგრამ ისინი არანაკლებად ევროპელები არიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავსტრია(!), რომელმაც მთელი გზა გამოიარა ქვეყანაში რუსეთის ჯარის ყოფნიდან ნეიტრალურ სახელმწიფომდე და შემდეგ ევროკავშირის წევრობამდე(!!). მაგრამ ეს იყო პროცესის დასასრული, და არა მისი საწყისი ეტაპი. ამ სახელმწიფოთა გზა იყო ეტაპობრივი სვლა წარმატებისკენ". (10.06.2015. – REPORTIORI.GE. - თედო ჯაფარიძე:"საქართველოს სჭირდება ეტაპობრივი ევროპული და ევროატლანტიკური სტრატეგია"!).

 


ჯ.კირვალიძე:"..მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ჩიხური სიტუაცია იყო ავსტრიაში, სადაც მოლაპარაკებების შედეგად დასავლეთსა და სსრკ–ს შორის, მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ დეოკუპაციაზე, იმ პირობით, რომ ავსტრია გამოაცხადებდა ნეიტრალიტეტს. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ავსტრიაში, კერძოდ ვენაში, პირველები საბჭოთა ჯარები შევიდნენ, მაგრამ, ვინაიდან ავსტრიაში კომუნისტური პარტია ძალიან სუსტი იყო, მათ ვერ შეძლეს მარიონეტული სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა. სსრკ-ს მიერ ავსტრიის ოკუპაცია 1945 წლიდან 1955 წლამდე გაგრძელდა. რუსებმა ამერიკელებს წაუყენეს წინაპირობა, რომლის არსი ასეთი იყო, - რუსები ავსტრიიდან ჯარებს იმ შემთხვევაში გაიყვანდნენ, თუ პარალელურად, მოკავშირეებიც: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, დატოვებდნენ მათ მიერ დაკავებულ სექტორებს. შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც, - ავსტრიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, რომლის გარანტებიც ოთხივე მოკავშირე გახდა. 1955 წელს მოხდა ავსტრიის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის აქტის მიღება (იგი ახლაც ძალაშია), რომელიც ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანონითაც (კონსტიტუცია) განისაზღვრა. ავსტრია ევროკავშირის წევრია, მაგრამ არ არის ნატო-ში. სხვათაშორის, იმდროინდელი ავსტრიის პოლიტიკური ელიტის და საზოგადოების დიდი უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ნეიტრალიტეტისა და ნატო-ს შექმნისას სურდათ ალიანსში შესვლა, მაგრამ, - მხოლოდ ნეიტრალიტეტის მიღება იძლეოდა ქვეყნის დეოკუპაციის საშუალებას და მათ ეს არჩევანი გააკეთეს. ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ავსტრიელები არ შემცდარან და მათ აიხდინეს - ავსტრიული ოცნება! აგრეთვე, შვედეთის და ფინეთის გამოცდილება, შეიძლება სამაგალითოდ გამოდგეს ჩვენთვის. ისინი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებია, მაგრამ არ შედიან ნატოში (სადაც, სიამოვნებით მიიღებენ!), მიზეზი,- სამხედრო უსაფრთხოება და რუსეთის ფაქტორი! საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს ასეთი ქვეყნების გამოცდილებით (ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია) და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, გეზი აიღოს ევროკავშირისაკენ! საქართველოს აქვს ეს რესურსი: პოლიტიკურ-დიპლომატიური, რელიგიურ-ფილოსოფიური, კულტურულ-მენტალური, ისტორიულ-გეოგრაფიული და სხვა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომით და დიდი პოლიტიკური მოთამაშეების ერთსულოვნების შემთხვევაში, მიემატოს ზემოთ ჩამოთვლილი ევროპული ქვეყნების რიგს"! (18-05-2012 – IPN.GE. - ჯუმბერ კირვალიძე:"საქართველოს დეოკუპაციისა და გამთლიანების სტრატეგია ავსტრიის გამოცდილებას უნდა დაეფუძნოს"!).

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი