რომან გოცირიძე: ყველა ხედავს რა მოუვიდა კვირიკაშვილს, ღარიბაშვილს - ყველამ იცის საკუთარი ადგილი - ჭადრაკის დაფაზე პაიკის ადგილი, რომელიც ნუ ოცნებობს ლაზიერად გასვლაზე
10-07-2018, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მთავრობის წევრები არა უშულოდ მთავრობის მეთაურის მიერ შერჩეული კადრები, არამედ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები იქნებიან.

 

 

მთავარი ნიშანი, რის მიხედვითაც ივანიშვილი კადრებს ირჩევს, გოცირიძის აზრით, ერთგულება, მორჩილება და შიშია. ყოფილი პრემიერების, გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებული „პოლიტიკური წმენდა" კი, ივანიშვილისგან მკაფიო გზავნილია - „ქართული ოცნების" დაფუძნებელი და ამჟამინდელი თავჯდომარე მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრებს ლაზიერობაზე „ოცნების" საშუალებას არ აძლევს.

 

 

„მთავარი ნიშანი ამ ცვლილებების არის ის, რომ არავის არ აქვს არავითარი მინისტრის დანიშვნის უფლება - პრემიერს ვგულისხმობ. არ არის ეს პრემიერ მინისტრის კადრები. ყველა ადამიანი ვინც ინიშნება, უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული - ვალდებულია, ან „ქართუში" უნდა მუშაობდეს, ან სხვა ფორმით უნდა იყოს დავალდებულებული, ან ოჯახთან უნდა იყოს კავშირში და ბოლოსდაბოლოს, მთავარი ნიშანი, ეს არის პირადი ერთგულება, მორჩილება და თუნდაც შიში იმისა, რომ ყველა მინისტრი თუ პრემიერ მინისტრი კარგად ხედავს რა მოუვიდა კვირიკაშვილს, რა მოუვიდა ღარიბაშვილს, როგორ გაანადგურეს მათი გუნდი - ბიზნესებამდე დავიდნენ და არავინ იცის, როგორ დამთავრდება ეს პოლიტიკური წმენდა. ყველამ იცის საკუთარი ადგილი, ეს ადგილი არის ჭადრაკის დაფაზე პაიკის ადგილი, რომელიც ნუ ოცნებობს ლაზიერად გასვლაზე - იყო პაიკი, დარჩება პაიკად", განუცხადა გოცირიძემ „რუსთავი 2"-ს.

 

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობაში, სავარაუდოდ, სამი მინისტრი შეიცვლება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის გაერთიანებული სამინისტროს მინისტრის პორტფელს, სავარაუდოდ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი - მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს. 

 

 

ეკონომიკის სამინისტროს პირველი პირი, სავარაუდოდ, ექიმი კარდიოლოგი - გიორგი ქობულია გახდება.

 

 

ფინანსთა მინისტრად კი, კომპანია „ჯეოსელის" კომერციული დირექტორი ვანო მაჭავარიანი სახელდება.

 

კომენტარები: 1
#1   დიანა
      
გოცირიძე,შე რეგვენერატო ღნაცო,შენ რომ ხმას იღებ და მორალზე გველაპარაკები,მარტო ამიტომაა მთელი''ოცნება'' გასაყრელი!
10 ივლისი 2018 07:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი