„ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს
10-07-2018, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც პენსიის მიმღები მომხმარებლები სამედიცინო სერვისებს სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მიიღებენ.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს, განსაკუთრებული პირობებით „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელები 2018 წლის ბოლომდე ისარგებლებენ და 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ ჩაიტარონ კვლევები გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების, სახსრების და სხვა მიმართულებებით.

 


მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა სატელეფონო ცენტრის საშუალებით ტელეფონის ნომერზე 219 01 90. დაჯავშნილი ვიზიტისას აუცილებელია ლიბერთის სოციალური ბარათისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ადგილზე წარდგენა. ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია თითეული პაკეტის სრულად შეძენის შემთხვევაში. (პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. http://bit.ly/2KHlkKO)



„დღეიდან ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ. „ნიუ ჰოსპიტალსი" პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას მარტივი პირობებით, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე სთავაზობს. პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება და წლის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსის" სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მაცხოვრებლები“, განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა.

 


„სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებთ პროექტების შემუშავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

 

მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვეზრუნა ჩვენი მომხმარებლების ამ სეგმენტზე და აუცილებელი სამედიცინო კვლევები სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით შეგვეთავაზებინა“, განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი