თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოვლენილ ახალ ექსპერტებს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ და თურქ მრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ამერიკელი ექსპერტი, ჟაკ პატონი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ლოგისტიკის ინიციატივის მიმართულებით იმუშავებს. თურქი ექსპერტი, კაპიტანი მუზაფერ ბულდანი ქართულ მხარეს სამხედრო პოლიციის განვითარების კუთხით გაუწევს კონსულტაციებს.
ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, საერთაშორისო მრჩევლები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.