ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ მრჩეველს მადლობის სერტიფიკატი გადასცა
10-07-2018, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის საკითხებში სამინისტროს ბრიტანელ მრჩეველთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა ალექს ლუის პოლს სერტიფიკატი გადასცა და თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება თავდაცვის სფეროში ბრიტანული მხარის მხარდაჭერასა და მჭიდრო თანამშრომლობაზეც გაამახვილა.

 

 

ალექს ლუის პოლი საქართველოს თავდაცვის უწყებაში მრჩევლად სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების პროცესში დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა. მას კლერ მაკიანი შეცვლის, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ ეთელთან ერთად დაესწრო. ლელა ჩიქოვანმა კლერ მაკიანს ახალ პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი