პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს.
იანოშ ჰერმანის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის აქტიურ მხარდაჭერას ინსტიტუციური, საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი ფუნქციების განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით.
იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.
ირაკლი კობახიძემ იანოშ ჰერმანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.