ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური გახსნის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სახელმწიფოს მეთაურებს და დელეგაციების ხელმძღვანელებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთის პრეზიდენტი, მონაკოს პრინცი, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრეზიდენტი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლუქსემბურგის ჰერცოგი დაესწრნენ.
ოფიციალურ სადილზე გადაღებულ ვიდეო-კადრში ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაგიდასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისაგან 2 ცარიელი სკამის დაცილებით, განმარტოებით ზის.
უცნობია, შედგა თუ არა რაიმე სახის კონტაქტი აღნიშნულ ოფიციალურ სადილზე, ან სხვა დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.