პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ხვალ, 11 ივლისს გახდება ცნობილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობაში, სავარაუდოდ, სამი მინისტრი შეიცვლება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის გაერთიანებული სამინისტროს მინისტრის პორტფელს, სავარაუდოდ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი - მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.
ეკონომიკის სამინისტროს პირველი პირი, სავარაუდოდ, ექიმი კარდიოლოგი - გიორგი ქობულია გახდება. ქობულია მოსკოვში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, „McKinsey"-ის უფროსი პარტნიორია.
ფინანსთა მინისტრად კი, კომპანია „ჯეოსელის" კომერციული დირექტორი ვანო მაჭავარიანი სახელდება.
მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები, მათ შორის კი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოსტებს შეინარჩუნებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.