იენს სტოლტენბერგი: საქართველოსთვის ნატოს კარები ღიაა, მაგრამ გაწევრიანების ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ
10-07-2018, 18:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარები ღიაა და დარწმუნებულია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები საქრთველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერენ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქრთველოს დიდი პროგრესი აქვს, მაგრამ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს.

 


„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ საქართველოსი იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატოს უწევს საერთაშორისო მისიებში და ოპერაციებში. საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში, კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ მონტენეგრო ნატო-ს წევრი გახდა, ხოლო მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატო-ს კარები ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები დაადასტურებენ კვლავ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება”. განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 


ბრიუსელში ნატოს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება, სადაც ქართული დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით იქნება წარდგენილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი