ორფოლოს პოლიგონზე „ქარიშხალი 2018“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. დასკვნით საველე სწავლებაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი, 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონი, 24-ე საარტილერიო ბატალიონი, ასევე ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და საინჟინრო ოცეულები მონაწილეობდნენ. II ქვეითი ბრიგადას მხარს უჭერდა IV საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონი.
სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლები განახორციელეს და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული თავდაცვითი ოპერაცია შეასრულეს.
საჩვენებელ სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაესწრო. სწავლების სცენარი თავდაცვითი ოპერაციების მართვას ითვალისწინებდა. 2-კვირიანი საველე სწავლება 4 ეტაპად განხორციელდა და ტაქტიკური ჯგუფის მართვისა და კონტროლის პროცედურების დახვეწას ისახავდა მიზნად.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.