თენგიზ შერგელაშვილი: „სითი პარკის" გაშვებას მძღოლების უმრავლესობაში აღფრთოვანება მოჰყვა, თუმცა პარკირება კვლავ ისეთივე მოუგვარებელი პრობლემაა თბილისში, როგორიც იყო
10-07-2018, 19:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერიამ „სითი პარკი“ გაუშვა, მაგრამ პარკირების პრობლემა ვერ მოაგვარა და მძღოლების უკმაყოფილებაც გამოიწვია. შერგელაშვილმა ასევე მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მერიის გამოცხადებულ პროექტს ინვესტორები არ გამოეხმაურებიან მანამ, სანამ არ მოხდება პარკირების საფასურის დიფერენცირება გაჩერების ადგილებისა და ავტომობილების ტიპების მიხედვით.

 

 

„ „სითი პარკის“ გაშვებას მძღოლების უმრავლესობაში აღფრთოვანება მოჰყვა, თუმცა პარკირება კვლავ ისეთივე მოუგვარებელი პრობლემაა თბილისში, როგორიც იყო. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსს, ინვესტორები რატომღაც არ გამოეხმაურნენ, არადა, გარკვეული პირობების შექმნის შემთხვევაში, ამგვარი ინტერესი ნამდვილად იქნებოდა:

 


1. პარკირების საფასური - ზონების, გაჩერების ადგილების და მანქანების ტიპების მიხედვით უნდა იყოს დიფერენცირებული; წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო ინვესტორი არასოდეს დაინტერესდება კერძო საპარკინგე ადგილების მოწყობით და არც ცენტრში გადატვირთულობის პრობლემა მოიხსნება.

 

 

2. „სითი პარკის", მერიის სატრანსპორტო, თუ ნებისმიერი სხვა კომპანიით ჩანაცვლება პარკირების ადგილების რაოდენობაზე ავტომატურად არ აისახება. მერიამ, უნდა იზრუნოს შესაბამისი ადგილების გამოყოფაზე, რომელთა მართვას კონკრეტული კომპანია განახორციელებს.

 

 

სამწუხაროა, რომ მერიას არ სურს საკითხის სიღრმისეული შესწავლა და დღემდე ვერ გვთავაზობს ქალაქის წინაშე არსებული პრობლემის სისტემური გადაწყვეტის გზას", აცხადებს თენგიზ შერგელაშვილი.

 

 

ინფორმაცია GUARDIAN.GE - ის „შენების მოძრაობამ“ მოაწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი