რომან გოცირიძის თქმით, ის, რომ „ქართულ ოცნებას“ თანამდებობის პირები „მოსკოვიდან ზედიზედ მესამედ ჩამოჰყავს“, არის არა შემთხვევითობა, არამედ კანონზომიერება
10-07-2018, 19:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხმაურებიან და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის მინისტრის პოსტი, შესაძლოა, დაიკავოს პირმა, რომელსაც მოსკოვიდან თბილისში გადმონაცვლება მოუწევს, აცხადებენ, რომ რუსეთიდან იმ პირების ჩამოყვანა, რომლებიც შემდგომ საქართველოს მთავრობაში ამა თუ იმ თანამდებობას იკავებენ, შემთხვევითობა არ არის.

 

 

პარტიის წევრი რომან გოცირიძე მსგავსი შემთხვევების სიხშირიდან გამომდინარე აცხადებს, რომ მოსკოვიდან თანამდებობის პირების ჩამოსვლა კანონზომიერი გახდა.

 

 

„მინისტრი არის მენეჯერი, რომელსაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამცდილება, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი და ფართო, მრავალმხრივი ჰორიზონტი. ბიზნესი აბსოლუტურად სხვა კატეგორიის საქმიანობაა. მაგრამ, თავი რომ დავანებოთ ამ ბიზნესს, უკვე საქართველოში ზედიზედ მესამედ, თანამდებობის პირი ჩამოდის მოსკოვიდან.

 

 

ერთი შეიძლება იყოს შემთხვევითობა, ორიც, მაგრამ როდესაც სამი, ოთხი და ხუთია, უკვე შემთხვევითობა არ არის, ეს არის კანონზომიერება", განუცხადა „იმედს" რომან გოცირიძემ.

 

 

მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ხვალ, 11 ივლისს გახდება ცნობილი.

 

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობაში, სავარაუდოდ, სამი მინისტრი შეიცვლება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის გაერთიანებული სამინისტროს მინისტრის პორტფელს, სავარაუდოდ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი - მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს პირველი პირი, სავარაუდოდ, ექიმი კარდიოლოგი - გიორგი ქობულია გახდება. ქობალია მოსკოვში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, „McKinsey"-ის უფროსი პარტნიორია.

 

 

ფინანსთა მინისტრად კი, კომპანია „ჯეოსელის" კომერციული დირექტორი ვანო მაჭავარიანი სახელდება.

 

 

მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები, მათ შორის კი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოსტებს შეინარჩუნებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი