ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ „გოდერძიზე“, ჭანჭახის მთიდან კვადროციკლით ორი ადამიანი ხევში გადავარდა. აქედან ერთი, 25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაშავებული ხულოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სასწრაფოს ექიმის განცხადებით, მეორე ახალგაზრდას, რომელიც საავდმყოფოში იქნა გადაყვანილი, აღენიშნებოდა დაჟეჟილობები, თუმცა გადაყვანისას ახლაგაზრდა კონტაქტური იყო.
„სასწარაფოს მიერ გადმოყვანილი იქნა პაციენტი, სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლილი, ჰქონდა მსუბუქი დაჟეჟილობები და ნანახი იქნა მორიგე ექიმის მიერ. მდგომარეობა სტაბილური იყო, პაციენტი იყო კონტაქტური“, აცხადებს სასწრაფოს ექიმი.
ხულოს მერის, გოჩა მელაძის თქმით, „ორი ადამიანი გადაადგილდებოდა კვადროციკლით, ეს გადატრიალდა სამწუხაროდ, საუბედუროდ. ერთი ახალგაზრდა გარადაიცვალა, მეორეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც მაწვდიან ინფორმაციას. ეხლა უკვე შემდგომი გამოკვლევების შედეგად, გაირკვევა აღენიშნება თუ არა რაიმე მნიშნელოვანი დაზიანებები".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.