ლევან იზორია: „საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია“
11-07-2018, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ეს ნატოში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნება. „უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელიც უპრეცედენტოა სამიტის ფარგლებში, ხაზს გაუსვამს იმ მიღწევებსა და იმ მოდერნიზების უპრეცედენტო დინამიკას, რომელიც განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში გვაქვს. განსხვავებით ნატოს წევრი ბევრი ქვეყნისგან, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მივმართავთ თავდაცვის ბიუჯეტში, ხოლო აქედან 20%-ს შეიარაღებაში. ეს პროგრესი და ეს დინამიკა ძალიან პოზიტიურად იქნება აღიარებული“, აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 


აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

 


მისი განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაკეთდება და ახალი კონკრეტული ფორმატები განისაზღვრება.

 


ლევან იზორიამ ყურადღება ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რასაც როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. „განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება და ფართოვდება. ამის დასტურია გერმანიის ინიციატივა, რომ იყოს ლიდერი ქვეყანა კონტრმობილურობის მიმართულებით. ამის დასტურია ასევე, გაერთიანებულ ძალთა წვრთნების სარდლობასთან ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების კოორდინაცია და მჭიდრო თანამშომლობა. 2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნების ჩატარება იგეგმება. ასე რომ, ყველაფერი ეს იძლევა ყველანაირ პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 


როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ წლების განმავლობაში გლობალური თუ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი კონტრიბუციით დაადასტურა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორია. ლევან იზორიას აზრით, დღეს საქართველო მზად არის, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. „ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისაც სხვა ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად გულითა და მთელი მისწრაფებით სურს, რომ ეს პროცესი მივიდეს თავის კონდიციამდე, არამედ იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც არაერთხელ მომისმენია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ახლახან ვიმყოფებოდი ავღანეთში და იგივე მოვისმინე მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურისგან ჯონ ნიკოლსონისგან. მან გასაოცარი უწოდა იმ წარმატებებს, რომელიც აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნის დონით. ნდობის მაღალი ხარისხი, რაც ყველაზე ცხელ წერტილში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა მოიპოვეს არის მათი პროფესიონალიზმის, საქმისადმი თავდადებისა და ერთგულების აღიარება, აღიარება იმის, რომ იდგნენ ყველაზე საპასუხიმგებლო პოზიციებზე. მათი საქმიანობა საქართველოს ინტერესებისა და გლობალურ კონტექსტში თავისუფლების, ღირსეული არსებობის დაცვას, საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას უკავშირდება“,  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი