„საქართველო გადავარჩინოთ ამ ჭირისგან, რასაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი" - გიორგი ბარამიძე პროდასავლურ ძალებს უთანხმოების და წყენის დავიწყებისაკენ მოუწოდებს
11-07-2018, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე „ევროპული საქართველოს“ და  „ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამპუნქტიანი მემორანდუმის გააფორმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტი საჭიროა იმისთვის, რომ „საქართველო გადავარჩინოთ ამ ჭირისგან, რასაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი".

 

 

„ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რათა რეჟიმი შეიცვალოს საქართველოში. ამისთვის, ბუნებრივია, ყველანაირი საღი აზრი ამას გვეუბნება, რომ საჭიროა, ერთიანობა, ყველა პროდასავლურად მოაზროვნე პოლიტიკური ძალის, განურჩევლად იმისა, თუ ვის რა უთანხმოება თუ წყენა გვქონდა შორეულ წარსულში თუ ახლო წარსულში. ჩვენი მოვალეობაა, თუკი ვართ სერიოზული პოლიტიკოსები, გადავდოთ მაქსიმალურად გვერდზე ის, რაც გვაშორებს ერთმანეთს, ის, რაც რაღაც კონფლიქტურია ჩვენს შორის და წინა პლანზე წამოვწიოთ ის, რაც გაახლოებს იმისთვის, რომ სწორედ საქართველო გადავარჩინოთ ამ ჭირისგან, რასაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ვხედავთ, რომ ქვეყანას შიგნიდან ჭამს", განუცხადა „რუსთავი 2"-ს გიორგი ბარამიძემ ბრიუსელში.

 

 

„ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამპუნქტიანი მემორანდუმი გააფორმეს.

 

 

შეთანხმების მიხედვით ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს. საარჩევნო კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ურთიერთკრიტიკისგან.

 

 

ამასთან, პარტიები თანხმდებიან, რომ მხოლოდ არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა და მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი