ქვეყნის ვარდნის ტენდენციის შემოსაბრუნებლად აუცილებელია ივანიშვილს და მის გუნდს ხელიდან გამოვაცალოთ სახელისუფლებო შტოები - გიგა ბოკერია „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეხმაურება
11-07-2018, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ვარდნის ტენდენციის შემოსაბრუნებლად აუცილებელია ივანიშვილს და მის გუნდს ხელიდან გამოვაცალოთ სახელისუფლებო შტოები - ამჯერად, საპეზიდენტო არჩევნებში უნდა მოვახდინოთ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება, რადგან გადავდგათ პირველი ნაბიჯები ქვეყნის შემობრუნების გაზაზე და დავამარცხოთ ხელისუფლება ამ არჩევნებში.

 

 

„ევროპული საქართველო“ მეორე ტურში პროდასავლური ოპოზიციიდან გასულ ნებისმერ კანდიდატს მხარს დაუჭერს. ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე 2020 წელს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებშიც დამარცხდება.

 


„ნებისმიერ პროდასავლურ ოპონენტს, დღევანდელი ხელისუფლების, ჩვენ დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში. ეს არის ფორმულა, რომელიც ჩვენ მოგვიტანს წარმატებას. ახლა ჩვენი ამოცანაა და ეს ხელშეკრულებაშიც წერია გარკვეულად, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მოვიყვანოთ საპროტესტო არჩევნებზე და თუკი მაღალი აქტივობა იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაუვლად იქნება მეორე ტური. ვინც არ უნდა გავიდეს პროდასავლური ოპოზიციიდან, მას ექნება სრული მახრდაჭერა პროდასავლური ძალების. ეს უკვე იქნება გარანტია გამარჯვების და ეს მოგვცემს პირველ ნაბიჯს იმ გაზაზე, რაც უნდა გაიაროს ქვეყანამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ხელში, ივანიშვილის და მისი გუნდის ხელში, არ იქნება ყველა შტო ხელისუფლების და შემდეგ უნდა დავიწყოთ მზდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქაც ამომრჩველების მაღალი აქტივობით. ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა დავამარცხოთ იმისათვის, რომ შემოვატრიალოთ ქვეყნის ვარდნის ტენდენცია“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

ოპიზიციურმა პარტიებმა, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამპუნქტიანი მემორანდუმი გააფორმეს.
შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის კანდიდატებს. საარჩევნო კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ურთიერთკრიტიკისგან.

 


ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მემორანდუმი „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტის შუამავლობით გააფორმეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი