სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე, 10 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროლოვკის მოსახლეობას შეხვდა და სოფლის წინაშე მდგარ პრობლემებს გაეცნო.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მოსახლეობა და ნინოწმინდის მუნიციპლიტეტის მერია დიდი ხნის განმავლობაში აყენებს საკითხს ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულებით სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ.
„შეხვედრის დროს გუბერნატორმა, მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პრობლემა გადაწყვეტილია, ტენდერის შედეგად გამოვლენილი სამშენებლო კომპანია „საქმილსადენმშენი“, შესასრულებს 13 808.673 ლარის სამუშაოებს. პროექტი დაიწყება 2018 წლის ივლისიდან და დასრულდება 2019 წლის ოქტომბერში.
ადგილობრივებმა სთხოვეს გუბერნატორს, რომ შესაბამის უწყებასთან დააყენოს სოფლის გაზიფიციერების დაჩქარების საკითხიც", აღნიშნულია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კახა სამხარაძემ ახალქალაქშიც იმყოფებოდა. გუბერნატორმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერთან, იური უნანიანთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ახალქალაქის ქუჩების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო მუშაობის პროცესში წამოჭრილ პრობლემებს, დაინტერესდა სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკების დაცვისა და საზედამხედველო ორგანიზაციის საქმიანობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.