ბრიუსელში, დღეს, 11 ივლისს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატოს სამიტი გაიხსნება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად, 12 ივლისს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება.
ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთანაც. ასევე, გაიმართება ნატო-საქართველო-უკრაინის ერთობლივი შეხვედრა.
ნატოს სამიტის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებზე სათანადოდ მოხდება საქართველოს მიღწევებისა და პროგრესის აღიარება.
„ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომ ვიყოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის და ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენ წლების განმავლობაში, ჩვენი კონტრიბუციით, რეგიონული თუ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, დავადასტურეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორი ვართ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ნატოს სამიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებებს მიიღებენ ნატოს შეკავების პოლიტიკაზე, ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.