„ქართული ოცნება“ დღეს საღამოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვეტს, თუ რომელი კანდიდატები შევლენ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში.
როგორც წინასწარი ინფორმაციით არის ცნობილი, ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკური ბლოკისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების პირველ პირებს შეეხებათ, ხოლო პოსტს შეინარჩუნებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის თანამდებობაზე დარჩენის მომხრეა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე.
მან „რუსთავი 2“-თან საუბრისას თქვა, რომ წულუკიანი თავს ართმევს იუსტიციის მინისტრობას და მას არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ ამხელა ამბავი მოჰყოლოდა მის გადაწყვეტილებებს.
„პირადად მე იურისტი არ ვარ და არ მინდა ამ მიმართულებით რაიმე კომენტარი გავაკეთო, მე ვერ ვხედავ, რა დააშავა წულუკიანმა ამისთანა, რომ ამხელა ამბები წავიდა. მე მგონია, რომ ის სათავეში უდგას იმ სასამართლოსა და სხვა რეფორმებს რომელიც გატარდა სამინისტროში და მე ასე ვთვლი, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია“, განაცხადა უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია ეკონომიკური ზრდის ორციფრიანი ტემპები.
„ის ტემპები, რომლებიც იყო აქამდე და რომელზედაც თითქოს ვლაპარაკობდით, რომ ყველაზე კარგი არის ჩვენს სამეზობლოსა და არეალში, მე, ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ მაკმაყოფილებს. მე ვთვლი, რომ დღეს, თუ გვინდა რომ საქართველო ოდესმე ჩადგეს განვითარებულ ქვეყნებს შორის, სწორედ ორციფრიანი ზრდის ტემპები უნდა იყოს“, განაცხადა რევაზ არველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.