სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ადიგენის მუნიციპალიტეტში ლელოვანი-ამხერის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა
11-07-2018, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ მოინახულა.

 


კახა სამხარაძემ ლელოვანი-ამხერის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

 

 

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 146 542 ლარი. გზის სიგრძეა 2.9 კმ. პროექტის სიკეთით ისარგებლებს ლელოვანისა და ამხერის მოსახლეობა -1431 ბენეფიციარი, აგრეთვე ტურისტები, რომლებიც თრიალას ტბების მოსანახულებლად გადაადგილდებიან.

 

 

„გზის აღდგენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტების ნაკადის ზრდას ამ მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისფონდიდან.

 


ადგილობრივებს წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ. ასფალტის საფარი პირველად იგება ამ სოფლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური თვალსაზრისით", აღნიშნა კახა სამხარაძემ.

 

 

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი