„როგორ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი ოკუპაციის პირობებში - ამაზე არის პასუხი“ - ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს მთავრობამ არა ალიანსის სამოქმედო გეგმის მიღებაზე, არამედ წევრობაზე უნდა იზრუნოს
11-07-2018, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან არა სამოქმედო გეგმის მიღებაზე, არამედ ალიანსში გაწევრიანებაზე უნდა იზრუნოს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ამისთვის ყველა სტანდარტი და მექანიზმი გააჩნია.

 


ალასანია, რომელიც ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ბრიუსელში კონფერენციას ესწრება, ამბობს, რომ შეკითხვაზე, თუ როგორ მოახერხებს საქართველო, რომლის ტერიტორიის ნაწილიც ოკუპირებულია, სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას, არსებობს პასუხი და ამის მაგალითად მოჰყავს გერმანია, რომელიც ორ ნაწილად გაყოფილი გაწევრიანდა ნატოში და შემდეგ გაერთიანდა.

 


„ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არ უნდა იყოს, ვიზრუნოთ სამოქმედო გეგმის მიღებაზე. ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს. დღეს, უკვე ჩვენ შეგვიძლია ღიად დავიწყოთ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე იმიტომ, რომ პრაქტიკულად ყველა სტანდარტს და სხვა არსებულ მექანიზმებს უკვე ვფლობთ და პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავიყვანოთ ალიანსი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ოკუპაციის პირობებში როგორ უნდა გახდეს საქართელო ალიანსის წევრი - და ამაზე არის პასუხი. არის წარსულში გამოცდილება, პრეცედენტი გერმანიის, როდესაც დასავლეთ გერმანია იყო ნაწილი და შემდეგ მოხდა მათი გაერთიანება ნატოში. საქართველოსაც ეს გზა აქვს გასავლელი და ამიტომ, დიდი ძალისმხევა ჩვენი საგარეო პოლიტიკური მანქანის აქეთკენ უნდა იყოს მიმართული.... ამგვარი უსაფრთხოების პროექტებიდან ჩვენ უნდა დავინახოთ სარგებელი, მაგრამ ეს ვერ გახდება ვერც ალტერნატივა, ვერც შემცვლელი იმ მთავარი უსაფრთხოების მექანიზმის, რომელსაც ნატო იძლევა, როდესაც ხდები ნატოს წევრი. ამიტომ, ჩვენ ფოკუსი არ უნდა გაგვეფანტოს და უნდა ვიზრუნოთ პირდაპირ, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი ოკუპაციის პირობებში, ამიტომ ამაზე უნდა ვიფიქროთ დღეიდან", განუცხადა ირაკლი ალასანიამ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს.

 

 

ნატო-ს სამიტი ევროპის საპარლამენტო დედაქალაქში, დღეს, 11 ივლისს იხსნება. ბრიუსელში იმყოფებიან საქართვეელოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი, რომლებიც ხვალ, 12 ივლისს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი