ვრცელდება პირველი ფოტოსურათი საავადმყოფოდან, სადაც დატბორილი მღვიმიდან მყვინთავების მიერ უვნებლად გამოყვანილ ტაილანდელ ბიჭებს მკურნალობა უტარდებათ.
ტაილანდის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ასევე გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, სადაც სამაშველო ოპერაციაა ასახული.
ტაილანდის ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდის ყველა - 12-ვე წევრი და მათი მწვრთნელი გამოქვაბულიდან სამშაბათს უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
გუნდის 8 წევრი კვირას და ორშაბათს გადაარჩინეს და ისინი ამჟამად საავადმყოფოში კარანტინის პირობებში იმყოფებიან. თითოეული ბავშვი გამოქვაბულიდან პროფესიონალმა მყვინთავებმა გამოიყვანეს.
მყვინთავები, რომლებმაც გადაარჩინეს ბიჭები და მათი მწვრთნელი, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი პროფესიონალები არიან, რომლებიც ტაილანდის საზღვაო ქვედანაყოფთან ერთად მოქმედებდნენ.
ტაილანდის საზღვაო ქვედანაყოფის ყოფილი მყვინთავი, სამან გუნანი სამაშველო სამუშაოებისას დაიღუპა გასულ პარასკევს.
მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ცნობილი თუ როგორ და ვინ მოახერხა ბიჭების და მათი მწვრთნელის გათავისუფლება, რადგან მყვინთავები და მონაწილეები თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისგან.
როგორც ცნობილია, რამდენიმე ათეული მყვინთავი - ტაილანდელი და სხვა ეროვნების - იღებდა სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობას. ეს მყვინთავები არიან:
ჯონ ვოლანტენი და რიჩარდ სტენტონი

ტაილანდის ხელისუფლებამ ჯონსა და რიჩარდს დახმარება სთხოვა.
ჯონ ვოლანტენი, რიჩარდ სტენტონი და რობერტ ჰარპერი (გამოქვაბულების ბრიტანელი ექსპერტი) ტაილანდში აფეხბურთო გუნდის დაკარგვიდან სამი დღის შემდეგ ჩავიდნენ.
ბიჭებმა სწორედ ჯონ ვოლანტენის ხმა გაიგეს პირველად, ვინაიდან ჯონი იყო პირველი, ვინც ბავშვებამდე მივიდა.
რიჩარდ ჰარისი

ავსტრალიელ დოქტორს დიდი გამოცდილება აქვს ყვინთვაში, ვინაიდან ის ამ სფეროში ათწლეულების განმავლობაში მუშაობს. მან შეამოწმა ბიჭების მდგომარეობა და ნება დართო მაშველებს, გამოეყვანათ ბიჭები გამოქვაბულიდან.
ბიჭების მდგომარეობა უარესი რომ ყოფილიყო, სამაშველო ოპერაცია უფრო გართულდებოდა და მათი გამოქვაბულიდან გამოყვანა სახიფათო იქნებოდა.
ტაილანდის საზღვაო ქვედანაყოფი

ტაილანდის მრავალი ბრიგადა იღებდა სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას. თუმცა, ამ ოპერაციაში უდიდესი წვლილი ექიმ პაკ ლოჰარნშონს და კიდევ სამ უცნობ მყვინთავს მიუძღვის, რომლებიც ბავშვების გვერდით ბოლომდე დარჩნენ.
ტაილანდის საზღვაო ქვედანაყოფის ოთხმა წევრმა გამოქვაბული ყველაზე ბოლოს დატოვა.
საზღვაო ქვედანაყოფს ადმირალი არპაკორნ იუკონგკაევი ხელმძღვანელობდა.
სამან გუნანი

ოფიცერი სამან გუნანი ყოფილი მყვინთავი იყო, რომელიც მოხალისედ ჩაეწერა ამ სამაშველო ოპერაციაში.
მან გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონების გადატანისას გონება დაკარგა და დაიღუპა.
სამანის ცოლმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა: „მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ყველა გმირს ეძახდა. მას უყვარდა სხვების დახმარება, ქველმოქმედება და საქმის ბოლომდე მიყვანა“.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ბელგიელმა მყვინთავმა, ბენ რეიმენანტსმა, დანიელმა კლაუს რასმუსენმა, ფინელმა მიკო პაასმა, დანიელმა ივან კარაჯიჩმა და კანადელმა ერიკ ბრაუნმა.
12 ბიჭი და მათი მწვრთნელი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ, წყალდიდობის გამო, ჩრდილოეთ ტაილანდში გამოქვაბულში ჩარჩნენ და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
BBC-ის კორესპონდენტი ჰოვარდ ჯონსონი 64 წლის მწვრთნელს, მანოპ სუკსაარდს ჩიანგ რაის საავადმყოფოს გარეთ შეხვდა. როგორც მან ინტერვიუში თქვა, ტაილანდელები დღეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მხარს ინგლისს დაუჭერენ, რითაც თავიანთ მადლიერებას გამოხატავენ ბრიტანელი მყვინთავების მიმართ, რომელთაც გამოქვაბულში ბავშვები იპოვეს და მათ გადარჩენაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელები „ფიფამ“, კვირას, მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე დაპატიჟა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეძლებენ თუ ვერა ბიჭები რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებას.
ბავშვების გადარჩენის ოპერაციას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ტაილანდის საზღვაო ძალებს და ყველა სხვას 12 ბიჭის და მათი მწვრთნელის წარმატებული გადარჩენის ოპერაციის ჩატარებას ტაილანდის ვერაგ და სახიფათო გამოქვაბულში. როგორი მშვენიერი მომენტია - ყველა თავისუფალია. დიდებულად შესრულებული სამუშაოა!“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.