სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალი დაახლოებით 40 მილიონს შეადგენს. დათვლა გრძელდება, - აღნიშნული მონაცემები საგანგებო შტაბის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარმოადგინა.
ხადურის თქმით, თბილისის მერიისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა 10 მილიონი ლარი. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბაზაზე გააჩნია გარკვეული საოჯახო ინვენტარი, რაც მერიას დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით გადაეცემა.
როგორც ნოდარ ხადურმა საგანგებო შტაბის შეკრებაზე განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან და 2-3 დღეში თანხების მობილიზება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, დილის 6 საათიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, ხაზინა, განხორციელდა კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და საბანკო სექტორი დღეს მზად იყო ემუშავა და გადარიცხვები განეხორციელებინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.