გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს შაბათს, 14 ივლისს განიხილავს
11-07-2018, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

 

 

„გამომდინარე იქედან, რომ არის ნატოს სამიტი და ზოგიერთი მინისტრი იქ იმყოფება, ბუნებრივია, უნდა დაველოდოთ სამიტის დასრულებას. ეს სამიტი დასრულდება 13-ში, ამიტომ 14 რიცხვიდან, მე ვფიქრობ, ჩვენ დავიწყებთ შესაბამის პროცედურებს. ეს იქნება პირველ რიგში საკომიტეტო განხილვები და შემდგომ იქნება პოლიტიკური ნაწილი - მთავრობის ახალი შემადგენლობის შეხვედრა ოპოზიციურ ფრაქციებთან, უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და უკვე შაბათს, დილის 12:00 საათიდან ჩვენ შევიკრიბებით ქუთაისში პლენარულ სხდომათა დარბაზში და პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის საკითხის განხილვა", განუცხადა გიორგი კახიანმა „რუსთავი 2"-ს.

 

 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, დღეს, 11 ივლისს დაგეგმილია პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების გამართვა.

 

 

როგორც მდინარაძე აცხადებს, სწორედ უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი