საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სონღულაშვილი გია ჟორჟოლიანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, 2500 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე მოქალაქეებს ხელფასიდან 30% უნდა დაექვითოთ.
სონღულაშვილის თქმით, ასეთი ტიპის მოდელი არასწორია,რადგან ეკონომიკურ შეფერხებას გამოიწვევს. ბევრ ევროპულქვეყანაში, სადაც არსებობს ეს მოდელიცდილობენ, რომ შეცვალონ.
„ჩემი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ასეთი ტიპის მოდელი არასწორია. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეს მოდელი განიხილავენ, რომ შეცვალონ, რადგან ამ სისტემამ საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა ამ ქვეყნებში მოქალაქეებს. ასეთი ტიპის მიდგომა შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ერთია, რომ თვითონ პრინციპი არ არის სწორი და მეორე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის განცხადებები, რადგან კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს უფლება სახელმწიფოს, რომ გადასახადებში რამე ცვლილება შეიტანოს“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.