პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ნატოში ზოგს ეშინია რუსეთის რეაქციის და ამის გამო ალიანსმა ის გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რასაც პოლონეთი მოელოდა
11-07-2018, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს სამიტი ბრიუსელში ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს შესახებ ლიდერები ხვალ ისაუბრებენ, თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა დღესაც გააკეთა კომენტარი. მისი, თქმით პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის უსაფრთხოებას, მაგრამ ნატოში ზოგს ეშინია რუსეთის რეაქციის და ამის გამო ალიანსმა ის გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რასაც პოლონეთი მოელოდა.

 

 

„მოხარული ვარ რომ შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით ტარდება. ვფიქრობ, რომ ნატო უფრო ღია უნდა იყოს და შეინარჩუნოს ღია კარის პოლიტიკა. ალიანსმა ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც პოლონეთი ელოდა. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის უსაფრთხოებას და ამ პოლიტიკას ვატარებთ ნატოს შიგნითაც. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსესუსს, არსებობს განსხვავებული აზრი ნატო-ში და ზოგს ალბათ რუსეთის რეაქცია აშინებს. მაგრამ ჩვენ მისი პოლიტიკა მხედველობაში არ უნდა მივიღოთ როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და უკრაინას“, განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი