"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", თბილისში შექმნილი ვითარების გამო, მუშაობას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს
14-06-2015, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", თბილისში შექმნილი ვითარების გამო, მუშაობას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს.

 


კომპანიის ინფორმაციით, ერთი სერიოზული ავარია, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჭავჭავაძის გამზირი #5-ის უკან, უშუალოდ სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ 900 მმ-იან მაგისტრალზე უკვე ლიკვიდირებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყალმომარაგების აღდგენა ვაკის, ვერის და საბურთალოს იმ ნაწილისთვის, რომელსაც ამ დრომდე წყალმომარაგება შეზღუდული ჰქონდა. აღნიშნულ უბნებს წყლის მიწოდება უმოკლეს დროში მთლიანად აღუდგება.

 


რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზიანებულ 500 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენს, რომელიც მდინარე ვერეს ხეობაში გადის, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, კომპანიის ტექნიკურ ბრიგადებს აქ მუშაობა უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ. "მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდება. შესაბამისად, ბაგებსა და ზედა ზონის სოფლებს წყალმომარაგება გვიან ღამით აღუდგება."-აცხადებენ კომპანიაში.

 

 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ, დედაქალაქის მასშტაბით, მობილიზებულია 28 ტექნიკური ბრიგადა და მძიმე სპეც-ტექნიკა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

 

წყალმომარაგების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ფეისბუქის გვერდსა და ვებგვერდზე, ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით შეძლებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი