ვიდეო: „მთელი დასავლეთ საქართველო აქ არის“ - ლენტეხის მერის თქმით, სოფელ ზესხოში ტყის ხანძრის ჩაქრობას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რამდენიმე საათია ცდილობს
11-07-2018, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზესხოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში რამდენიმე საათია, რაც შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, ცოცხალ ძალას ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ჩართვა უჭირს.

 

 

სტიქიის ზონიდან პირველ ვიდეოკადრებს ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.

 

 

ლენტეხის მერი ვარაუდობს, რომ ხანძრის ლიკვიდაცია ამაღამ ან ხვალ დილით მოხერხდება.

 

 

„ცუდი რელიეფის გამო, ცოცხალი ძალა ვერ მუშაობს. 12:00 საათიდან ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო. ამ დროისთვის, 10-15 დასხმა გაკეთებული აქვს. მე მგონია, რომ ამაღამ, სავარაუდოდ, მოხდება ცეცხლის ლიკვიდაცია - ვნახოთ, საღამოს უკვე ვეღარ იმუშავებს ვერტმფრენი - სავარაუდოდ, უნდა მოხდეს ლიკვიდაცია დღეს თუ არა, ხვალ მაინც. ახალი კერები გაჩნდა დღის განმავლობაში, მაგრამ ვერტმფრენმა შეძლო გარკვეული კერების ლოკალიზება. 200-მდე მეხანძრე-მაშველია ადგილზე. მთელი დასავლეთ საქართველო აქ არის - სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეოს წარმომადგენლები, ონის, ამბროლაურის, ცაგერის სახანძრო ჯგუფები გვეხმარებიან. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი მუშაობა მიდის. დილასთან შედარებით, ამ დროისთვის აშკარა უკეთესობაა. დამწვარია 2.5 ჰა-მდე ფართობი. არ არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე მივიდეს", განუცხადა GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი