ნატოს წევრი ქვეყნების, ლიდერები საქართველოს შესახებ ხვალ ისაუბრებენ, თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავსად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმაც, ისაუბრა საქრთველოზე. მისი, თქმით საქართველო არ უნდა იყოს კონცენტრირებული ფორმალურ მხარეზე, მან ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ ალიანსში გაწევრიანებას იმსახურებს.
„არსებობს სხვადასხვა მოსაზრება როგორ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოება. იმედი მაქვს, შევთანხმდებით მაკედონიის მოწვევაზე, ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს საქართველოს, რომ ეტაპობრივად ეს ქვეყნებიც მიიღებენ მოწვევას, რომლებსაც წლებია, სურთ ნატოში გაწევრიანება. გვაქვს უთანხმოება თავდაცვის ხარჯებზე. მაგრამ ამ უთანხმოებას დავძლევთ, საქართველო კი მიიღებს ძლიერ სიგნალს. საქართველო არ უნდა იყოს კონცენტრირებული ფორმალურ მხარეზე - მაპის მისაღებად. აკეთეთ, რაც საჭიროა და დაამტკიცეთ, რომ წევრობის ნამდვილი კანდიდატი ხართ,“- განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.
ნატოს სამიტი ბრიუსელში ოფიციალურად გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.