თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმრთველობის სხვა წარმომადგენლები საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც „ახალგაზრდული დღეები-2018“-ის ფარგლებში მდინარე ძუსის ხეობაში, ქადაგიძის რაფზე ღონისძიება გაიმართა. ქადაგიძის რაფი ადგილობრივი ახალგაზრდობისა და მუნიციპალიტეტის სტუმრებისათვის განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებშია მიმზიდველი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით გამართული ღონისძიება, რომელიც დილიდან მდინარის ნაპირებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით დაიწყო, კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლ „მასპინძელოსთან“ ერთად ყველა მსურველმა მიიღო.
„დღევანდელი ღონისძიება იმის განაცხადია, რომ თერჯოლას სერიოზული გეგმები აქვს ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, მათ შორის დღევანდელი ჩვენი შეკრების ადგილიც მოიაზრება. ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია ხელი შევუწყოთ, განვავითაროთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია“, მიმართა შეკრებილ საზოგადოებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ.
სიტყვით გამოვიდნენ, შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმაც, რომლებმაც საზოგადოებას მოუწოდეს გარემოს დაცვისა და ტურისტული ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავის შენარჩუნებისაკენ.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.