საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტის ფარგლებში, ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა. მარგველაშვილმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც არსებული მდგომარეობით საქართველომ მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტმა, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე ნატოსთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად ემზადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისთვის.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ნატოს გენერალური მდივანი მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.