ერთ-ერთი ექსპერტი 2011 წელს საუბრობდა ამ პრობლემაზე, "მაესტროს" ეთერში თამარ ჩიქოვანთან. მინდა ციტირება მოვახდინო, მისი შეფასებით, "შესაძლოა ადიდებულმა ვერემ მთლიანად ჩაიტანოს გმირთა მოედანი მტკვარში". ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ფაქტობრივად ეს იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ფიქრობს თუ არა, რომ მომხდარი შესაძლოა, წინა ხელისუფლების დროს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს უკავშირდებოდეს.
"ისე არ გაიგოთ, რომ მე ვაპირებ, წინა მთავრობას დავაბრალო მომხდარი, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს სხვაობა მიდგომებში. რაც შეეხება ბრალდებებს და ექსპერტების შეფასებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს წინა ხელისუფლების დროს არასწორად განხორციელებული პროექტის ბრალი... მე სრულიად შემთხვევით, დაახლოებით ერთი საათის წინ ჩემი პრესსამსაუხრიდან მოვისმინე ვიდეო, როდესაც ერთ-ერთი ექსპერტი 2011 წელს საუბრობდა ამ პრობლემაზე, "მაესტროს" ეთერში თამარ ჩიქოვანთან. მინდა ციტირება მოვახდინო, მისი შეფასებით, "შესაძლოა ადიდებულმა ვერემ მთლიანად ჩაიტანოს გმირთა მოედანი მტკვარში". ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ფაქტობრივად ეს იყო. ეს ადამიანი საუბრობდა სწორედ იმაზე, რომ არასწორი პროექტით მოხდა გზის გაყვანა. თუმცა, მე არ ვარ ექსპერტი, მირჩევნია სპეციალისტებს ვკითხოთ აზრი, უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე, ეს ადამიანი ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამბობდა ამას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საჭიროა უფრო ღრმა ანალიზის გაკეთება. მისივე თქმით, შესაბამის ჯგუფს უკვე დაავალა გამომწვევი მიზეზების დადგენაზე იმუშაოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.