ნინოწმინდის მერიის შემოთავაზებითა და მხარდაჭერით ქალაქ ნინოწმინდის კულტურის ცენტრში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ ფარგლებში ჩატარდა ღონისძიება, არაქართულენოვან სკოლებში მომუშავე ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ - მასწავლებლების ერთობლივი ძალებით.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლები, სიმღერები და ცეკვები. სკოლებში, სადაც მუშაობენ კონსულტანტ-მასწავლებლები შექმნილია ქართული ენის კლუბები, რომელთა მისიაა სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია.
ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღეს: სოფელ განძის #1 საჯარო, სოფელ განძის #2 საჯარო, სოფელ ოროჯალარის საჯარო, სოფელ ფოკის საჯარო, სოფელ როდიონოვკის საბაზო, სოფელ პატარა გონდურის საჯარო, სოფელ მამწვარის საჯარო, სოფელ გორელოვკის საჯარო და ქალაქ ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლებმა, ღონისძიებას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა - ჟორა სნხჩიანმა სამახსოვრო სიგელები გადასცა მონაწილე ქართული ენის კლუბებს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.