საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც მედიისთვის გაკეთბული განცხადებისას სტოლტენბერგმა თქვა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში, აღნიშნული კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად, გაწევრიანებისთვის მომზადებას. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პროგრესი რეფორმებში და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი იმუშავებს თქვენი ქვეყნის თავდაცვის ამაღლებაზე და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ნატო-ს სასწავლო ცენტრში - პოლონეთში, აგრეთვე ნატო-საქართველოს ერთობლივ სასწავლო ცენტრში - თბილისში. მე ველოდები წევრთა თანამშრომლობას ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებში", მიმართა იენს სტოლტენბერგმა გიორგი მარგველაშვილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.