12 ივლისს 08:30-ზე, შინაგან საქმნეთა სამინისტროს ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განიცადა მთა ანდარაზართან განლაგებულ სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“.
ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ვერტმფრენის გაფრენა ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში როტაციის, სურსათით, საწვავ-საპოხი მასალებითა და მატერიალურ - ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.