აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
12-07-2018, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ გახსნა. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ მოწვეულ სტუმრებს აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელების ეტაპები, საკანონმდებლო ბაზა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები გააცნო.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 18-დან 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეების მიღებას პირველი აგვისტოდან იწყებს. საპილოტე პროექტი მოქალაქეების ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში მიღებას გულისხმობს.

 


პირველ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლამდე სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

 


ჩარიცხვის შემთხვევაში, რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სამსახურის პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.

 


რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას წარმოადგენს. საერთო ჯამში აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წელიწადში ხელზე ასაღები 2760 ლარია.

 


საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. საბუთები მიიღება 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე. ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა N76 ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი