GDRP-T-ის პირველი როტაციის კულმინაციური საველე სწავლება მიმდინარეობს
12-07-2018, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნორიოს საწვრთნელ არეალში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის ფაზაში (GDRP-T), IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის კულმინაციური შემაჯამებელი სწავლება მიმდინარეობს.

 


ერთკვირიანი საველე წვრთნის განმავლობაში 43-ე ბატალიონმა თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები შეასრულა. რეალურთან მიახლოებული სიმულაციური სცენარის მიხედვით, ბრძანების მიღების შემდეგ ქვედანაყოფმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყო, საიდანაც შესაბამისი ოპერაციები წარიმართა. ბატალიონის პირად შემადგენლობას შეტევის განხორციელება მოუწია, დაიკავა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ობიექტები და თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებაზე გადავიდა. მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული შეტევისას დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა.

 


სწავლებისას საწვრთნელმა ქვედანაყოფმა უპილოტო საფრენი აპარატი მოწინააღმდეგის გამთამაშებელი ძალის ადგილმდებარეობისა და შემადგენლობის დასადგენად გამოიყენა.
შემაჯამებელ საველე წვრთნებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ამერიკელ კოლეგებთან ერთად ატარებს.

 


ინსტრუქტორების შეფასებით, ოპერაციის რაიონში 43-ე ბატალიონმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა.

 


საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი