ავღანეთში სამხედროებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს
12-07-2018, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს. ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოდან პატარა მეგობრების კეთილ სურვილებსა და შეკითხვებს ყურადღებით გაეცნენ. სწრაფი რეაგირების ასეულის ყველა ჯარისკაცმა საპასუხო წერილი დაწერა, რომელსაც მოზარდები უკვე საქართველოში წაიკითხავენ.

 

 

„წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უგზავნიან და მათგან საპასუხო წერილებსაც იღებენ. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

 

 

IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება და საპატრულო რაიონის კონტროლია.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი