„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალ მინისტრთა კაბინეტს იწუნებენ.
„სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით, შევხედეთ რა ახალ მთავრობას. ვინ წარმოიდგენდა, რომ ხადური და ქუმსიშვილი მოგვენატრებოდა", აცხადებს პარტიის წევრი რომან გოცირიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ „ეს ადამიანები შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, სადაც ახლა წარმოადგინეს".
„ეს არის სრული უიდეობა. ეს ადამიანები შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, სადაც ახლა წარმოადგინეს. არც ერთი არ არის თავის ადგილას. შეიძლება იყო კარგი მზარეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლია გახდე კარგი ზეინკალი. ჩამოდის წარმატებული მენეჯერი მოსკოვიდან, რომელიც მუშაობდა ფირმაში, სადაც მის დამლაგებელს თუ დარაჯს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე მას ექნება საქართველოს მთავრობაში. რა მოტივი ამოძრავებს?! შეიძლება „ჯეოსელის" ფინანსისტი იყოს იმ ხედვებისა და იმ უნარ-ჩვევებისა თუ ცოდნის მატარებელი, რომელმაც უნდა მართოს მთელი ქვეყნის ეკონომიკა?" განუცხადა გოცირიძემ „რუსთავი 2"-ს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
პრემიერის თქმით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო.
ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია ივანე მაჭავარიანი, რომელიც წლების განმავლობაში კომპანია "ჯეოსელში" კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას კანდიდატურაა წარდგენილი. იგი მოსკოვში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, „McKinsey"-ის უფროსი პარტნიორია.
საგარეო საქმეთა მინისტრად ისევ დავით ზალკალიანია წარდგენილი.
დანარჩენი 7 სამინისტროს ხელმძღვანელი პირები უცვლელი რჩებიან და ისინი, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბახტაძის მთავრობაშიც განაგრძობენ საქმიანობას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.