საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროში, ევროკავშირის დაფინანსებით და ენერგეტიკული გაერთიანების მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტი „შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია და დამხმარე ეროვნული სტანდარტების მიღების მხარდაჭერა საქართველოში“.
„აღნიშნული ინიციატივის მიზანია შენობების ენერგოეფექტიანობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კერძოდ ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიისა და მასთან დაკავშირებული ევროსტანდარტების შესაბამისიეროვნული სტანდარტების შემუშავებაში დახმარება.
პროექტი განხორციელდება ევროკავშირის დახმარებით მიმდინარე პროექტის „EU4Energy”-ის პროექტის ფარგლებში.
შეხვედრა გახსნა მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ. მონაწილეებს მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრესენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა ბატონმა იანეშ კოპაჩმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერმა ბატონმა ანდრეი ბარტოშევიჩმა.
მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, განხორციელების პერიოდსა და მოსალოდნელ შედეგებზე, თანამშრომლობის ფორმასა და ეროვნულ გადაწყვეტილებებზე.
ღონისძიებას სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ", აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.