სერგო რატიანი: „ევროპული საქართველო“ ვერ ხედავს იმის პერსპექტივას, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები შეძლებენ ისეთი რეფორმების გატარებას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება
12-07-2018, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ამ კანდიდატებს შორის, არც ერთს არ აქვს პოლიტიკური ცოდნა, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ ვერ ხედავს იმის პერსპექტივას, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები შეძლებენ ისეთი რეფორმების გატარებას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.

 


„პრემიერის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებში ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სახეებს, პოლტიკური ცოდნის მქონე ფიგურებს, ეს გარკვეულწილად, ტექნიკური მთავრობის მაგვარი რაღაც არის, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხდევათ პერსპექტივას, რომ მათ გაატრონ ის რეფორმები, რომლებიც დღეს სჭირდება ქვეყანას“, განაცხადა სერგო რატიანმა.

 

 

მამუკა ბახტაძემ, განახლებული მინისტრთა კაბინეტი, დღეს წარადგინა. კაბინეტში სამი ახალი მინისტრია. 

 

 

მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო.

 

 

ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია ივანე მაჭავარიანი, რომელიც წლების განმავლობაში კომპანია "ჯეოსელში" კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

 


ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას კანდიდატურაა წარდგენილი. იგი მოსკოვში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, „McKinsey"-ის უფროსი პარტნიორია.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრად ისევ დავით ზალკალიანია წარდგენილი. 

  

 

დანარჩენი 7 სამინისტროს ხელმძღვანელი პირები უცვლელი რჩებიან და ისინი, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ბახტაძის მთავრობაშიც განაგრძობენ საქმიანობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი