ვანელმა მოჭადრაკემ ქალაქ ბათუმში, „ბათუმის მერიის თასი 2018“ - ის ფარგლებში გამართულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ყველა ასაკობრივ ჯგუფში, (C კატეგორიაში) მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
ვასიკო შაპოვალოვი პერსპექტიული მოჭადრაკეა, ის ჯერ მხოლოდ 11 წლისაა და ამ დროისთვის ათამდე საერთაშორისო ტურნირის მონაწილე და საპრიზო ადგილების მფლობელია.
ამასთანავე, მას საქართველოს მასშტაბით გამართულ 25-მდე საჭადრაკო ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგანაც უმეტესობა მათგანში პირველ ადგილოსანი გახდა, საერთო ჯამში კი არცერთი შეჯიბრება არ წაუგია.
ალექსანდრე გოგორიშვილმა ვანელ მოზარდს და პერსპექტიულ მოჭადრაკეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.