საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა
12-07-2018, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა.

 


ასათიანის განცხადებით, ქართველი ადვოკატების პრაქტიკაში არის ბევრი საქმე, რომელშიც მოვალეების უფლებები იმდენად შეზღუდულია, რომ ეფექტიანი იურიდიული დახმარების აღმოჩენა შეუძლებელი ხდება.

 


ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, დროულად და ეფექტიანად მოხდეს ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რაც ამ პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

 


ადვოკატთა ასოციაციამ ამ მიმართულებით რამდენიმე წინადადება წარადგინა: სასესხო ურთიერთობებში რეგულირებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობის დარღვევა ჩაითვალოს მევახშეობად და გამოცხადდეს კანონსაწინააღმდეგო მოვლენად გერმანული მოდელის შესაბამისად; კანონმდებლობით დაწესდეს კონკრეტული ვადა (არაუმეტეს 10 წელი), რომელშიც მოხდება კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ იძულებით აღსრულების განხორციელება; კანონით ერთმნიშვნელოვნად აიკრძალოს სასესხო ურთიერთობებში პროცენტიდან პროცენტის გადახდა; სასესხო ურთიერთობებში კანონით დაწესდეს პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს წლიური საპროცენტო განაკვეთის ნახევარს.

 


ამასთან, ასოციაცია მიიჩნევს, რომ თავდები პირების, გირავნობის და იპოთეკის საგნის მესაკუთრეების მიმართ შემოღებული უნდა იქნეს წინასწარი სავალდებულო ინფორმირების და მათი გადახდისუნარიანობის სათანადოდ შემოწმების მექანიზმი; უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დააწესებს ფიზიკურ პირთა გაკოტრებულად ცნობის შესაძლებლობას და მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ეკონომიკური აქტივობა.

 


ღონისძიებას ასოციაციის მმართველი ორგანოების წევრებთან და ადვოკატებთან ერთად, პარლამენტის წევრები, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთა მოადგილეები და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი