შსს-ს ვერტმფრენის ავარიულად დაშვებისას დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია. მათ შესახებ კომენტარი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გააკეთეს.
ექიმის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
მანვე დაამატა, რომ ერთ-ერთ პაციენტს უკვე გაუკეთდა ოპერაცია და იგი ამჟამად პოსტ-ოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„ორი პაციენტია შემოყვანილი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში. ერთ-ერთ პაციენტთან ეს წუთია დამთავრდა ოპერაცია. დაზიანებული იყო ღვიძლის მე-7 და მე-8 სეგმენტი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება პოსტ-ოპერაციულ განყოფილებაში. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნება გულ-მკერდის მრავლობითი დაზიანებები და ნეკნების მოტეხილობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა“, განაცხადეს თელავის ჰოსპიტალში.
ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას დაშავებული დანარჩენი სამი პაციენტი კი ღამბარაშვილის კლინიკაში არის გადაყვანილი. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობაც სტაბილურია.
დღეს, 08:30-ზე, შინაგან საქმნეთა სამინისტროს ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განიცადა მთა ანდარაზართან განლაგებულ სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“.
ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ვერტმფრენის გაფრენა ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში როტაციის, სურსათით, საწვავ-საპოხი მასალებითა და მატერიალურ - ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. ამ ეტაპზე ინციდენტის მიზეზი უცნობია. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.