ვიდეო: სოფელ ზესხოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება
12-07-2018, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზესხოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, ტყეში მუშაობს ცოცხალი ძალა, გუშინ ქრობის პროცესში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო და ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას, მძიმე ტექნიკაც მობილიზებულია, თუმცა რთული რელიეფური პიროებების გამო ვერ ხერხდება მათი გამოყენება.

 


„ამ დროისთვის, ტყეში ცოცხალი ძალა არის შესული, დაახლოებით 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს და დამატებით ჩართულია ვერტმფრენიც. მძიმე ტექნიკაც გვყავს მობილიზებული, თუმცა რთული რელიეფური პირობების გამო ვერ ვახერხებთ მის გამოყენებას“, განაცხადა ბადრი ლიპარტელიანმა.

 

 
მისი თქმით, დღეს დილით შესაძლებელი იქნებოდა ხანძრის ლიკვიდაცია, გუშინდელ ქარს ახალი კერები რომ არ გაეჩინა. 

 

 

დრონით გადაღებულ ვიდეოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

 

„გუშინ, ხანძრის კერები შედარებით ნაკლები იყო და სავარაუდოდ დღეს მოხერხდებოდა ლიკვიდაცია, თუმცა ღამით ქარმა გაფანტა ნაპერწკლები და გააჩინა ახალი კერები, სახიფათო არაფერია, მაგრამ სამუშაო ბევრია. დღეს, 11 საათიდან დაიწყო ვერტმფრენმა წყლის დასხმა, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. სრული ლიკვიდაცია ვერ გეტყვით როდისთვის მოხდება, თუმცა დროული და სრული ლიკვიდაციისთვის საჭიროა ინტენსიური წვიმა“, აღნიშნა ლიპარტელიანმა.

 

 

ლენტეხის მერის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ზუსტად არ არ არის ცნობილი, სავარაუდო მიზეზად კი მეხის ჩამოვარდნა სახელდება. 

 


„ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნა გახდა. მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება“, განუცხადა GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი