მამუკა ბახტაძე მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩენილ სოზარ სუბარს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად წარადგენს - წყარო
12-07-2018, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩენილი სოზარ სუბარი შესაძლოა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დაინიშნოს. მამუკა ბახტაძეს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან აღნიშნული საკითხი უკვე განხილული აქვს და სავარაუდოდ, სუბარს და სხვა რეგიონების ახალ გუბერნატორებს მთავრობის დამტკიცების შემდეგ მალევე წარადგენს.

 


აღნიშნული ინფორმაცია GUARDIAN.GE-ის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირმა დაუდასტურა. თავად პრემიერ მინისტრი კი ჯერჯერობით მხოლოდ იმას ამბობს, რომ დევნილთა გაუქმებული სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ „ძალიან აქტიური და ეფექტური წევრია“ და იგი მომავალშიც „აუცილებლად იქნება მათ გუნდში“ წარმოდგენილი მისთვის შესაფერის პოზიციაზე.

 


„სოზარი გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან აქტიური და ეფექტური წევრი. ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, მე ვფიქრობ, იმისთვის, იმ დავალების თავის გასართმევად, რომელიც მის უწყებას ჰქონდა ჩაბარებული და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, აუცილებლად იქნება სოზარი ჩვენ გუნდში წარმოდგენილი იმ როლით, სადაც ის შეძლებს მაქსიმალურად თავისი ძლიერი მხარეების რეალიზაციას“, განაცხადა ბახტაძემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე და შეკითხვაზე, ჩაანაცვლებს თუ არა სუბარი სამეგრელო-ზემო სვანეთის ამჟამინდელ გუბერნატორს - უპასუხა: „მე მგონი, ამომწურავად გიპასუხეთ ამ თემაზე“.

 


პრემიერ მინისტრმა გუშინდელ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ გუბერნატორების დონეზე, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება. ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს რეგიონებში, აქედან გამომდინარე, „ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება ის, რომ ჩვენ განვახორციელოთ როგორც სტრუქტურული ცვლილებები, ისე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებით“.

 


„ამ ინსტიტუტს [გუბერნატორის] სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. მე ვფიქრობ, რომ ეს ინსტიტუტი აუცილებელია. მას სჭირდება გაძლიერება, მას სჭირდება ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ის საკითხები, პრობლემური საკითხები, რომელიც ადგილზეა და ამავე დროს, ვიმუშაოთ აღმოფხვრაზე ამ საკითხების მაქსიმალურად, ოპერატიულ რეჟიმში... მე ვფიქრობ, რომ მმრათველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

კომენტარები: 1
#1   გენადი
      
არსად დაგეკარგოთ ეგ სოზარ სუბარი !ოქტომრამდე მიაღწევ ე.წ მთავრობავ?
12 ივლისი 2018 10:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი